ავტორიზაცია

ჩალჰანოღლუს პირველი კომენტარი მილანიდან ინტერში გადასვლის შემდეგ

ჩალჰანოღლუს პირველი კომენტარი მილანიდან ინტერში გადასვლის შემდეგ
თარიღი 22 ივნ 2021, 21:40

თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" "ინტერში" გადასვლის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა.

"მილან", მადლობა ყველაფრისთვის", - წერს 27 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, ჩალჰანოღლუ "როსონერიში" 2017/18 წლების სეზონიდან ირიცხებოდა. იგი კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის.

სერია ა-ს გასულ გათამაშებაში ჩალჰანოღლუმ სერია ა-ში 4 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.