ავტორიზაცია

როდის გაირკვევა მესის მომავალი?

როდის გაირკვევა მესის მომავალი?
თარიღი 23 ივნ 2021, 10:21

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და ლიონელ მესის შორის თანამშრომლობის გაგრძელების ფაქტი ჯერ კიდევ არ დადასტურებულა.

არგენტინელ თავდამსხმელს კატალონიელებთან კონტრაქტი ეწეურება 30 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ კლუბის დატოვება მას უფასოდ შეეძლება.

El Chiringuito-ს ინფორმაციით კი ლეოსა და "ბლაუგრანას" შორის შეთანხმება უკვე შედგა და მისი წასვლა გაურკვეველი დროით გადაიდო.

იგივე წყაროს თუ დავუჯერებთ, ხუთშაბათს, 24 ივნისს, "ლურჯ-ბროწეულისფრების" კაპიტნის დარჩენა ოფიციალურად დადასტურდება.

სამხრეთ ამერიკელი ფორვარდის დარჩენის მთავარი ინიციატორი არის ხოან ლაპორტა, რომლის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ, შეთანხმების ალბათობა გაიზარდა.