დადასტურდა: დემბელე 3-თვეზე მეტს იუქმებს
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევს, ოსმან დემბელეს მორიგი ქირურგიული ჩარევა ელის.
"მამლების" ვინგერი თავდაპირველი ვარაუდით ლაზარეთში გაატარებდა დაახლოებით სამ თვეს, L’Equipe-ის თანახმად კი მისი რეაბილიტაციის პროცესი ოთხი თე გაგრძელდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ "ბარსელონას" გარემარბი გამოტოვებს ლა ლიგის სტარტს და მოედანს ოქტომბრის ბოლოსთვის დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, "ლურჯების" მე-11 ნომერმა ტრავმა მიიღო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, უნგრეთთან შეხვედრაში.
წარმოშობით მავრიტანელი ფლანგელის ოპერაცია ჩაივლის ფინეთში, იქ, სადაც მან ქიქურგიული ჩარევა უკვე გადაიტანა 2017 და 2020 წლებში.