ავტორიზაცია

მორიგი ოპერაცია და გადადებული დაბრუნება - როდის ვიხილავთ დემბელეს შემდეგ ტრავმამდე?

მორიგი ოპერაცია და გადადებული დაბრუნება - როდის ვიხილავთ დემბელეს შემდეგ ტრავმამდე?
თარიღი 22 ივნ 2021, 13:20

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელშიც საფრანგეთი ეთამაშებოდა უნგრეთს, ოსმან დემბელემ ტრავმა მიიღო.

"მამლების" შემტევმა დაიზიანა მუხლი და მან ეროვნული ნაკრები განკარგულება უკვე დატოვა. რაც შეეხება "ბარსელონას" ვინგერის დაბრუნებას:

მას ელის ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც კატალონიელთა მე-11 ნომრის რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით სამ თვეს გასტანს.

L’Équipe-ის თანახმად, არსებობს მდგომარეობის გაუარესების საშიშროება, რაც ნიშნავს იმას, რომ წარმოშობით მავრიტანელმა გარემარბმა ლაზარეთში შესაძლოა კიდევ უფრო დიდი დრო გაატაროს.

არაა გამორიცხული, რომ 24-წლის ფლანგელმა ლა ლიგის მოახლოებული ახალი სეზონის სტარტიც გამოტოვოს. ერთი სიტყვით, დემბელეს კვლავ არ უმართლებს.