ავტორიზაცია

საყვარელ გუნდში დაბრუნება - რა შედეგით დატოვა ქავთარაძემ დინამო გასულ წელს?

საყვარელ გუნდში დაბრუნება - რა შედეგით დატოვა ქავთარაძემ დინამო გასულ წელს?
თარიღი 23 ივნ 2021, 11:07

როგორც მოგეხსენებათ, ნოდარ ქავთარაძე "მეზოკოვეშდიდან" დაბრუნდა თბილისის "დინამოში", რომელშიც ის 2019-2021 წლებში თამაშობდა.

ქართველმა შემტევმა "ლურჯ-თეთრებთან" გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი, გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, ქართული გუნდის ახალწვეული ვინგერი დაბადებულია რუსეთში და აღნიშნულ ქვეყანაში მან რამდენიმე ადგილობრივი კლუბი მოიარა (მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლები, "ვოლგა", "დრუჟბა", "ტვერი").

28-წლის გარემარბის ნამდვილი ათამაშება კი მოხდა სწორედ "დინამოში", რომლის შემადგენლობაში მან 35 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება თბილისიდან წასვლას, ქავთარაძის უნგრული კარიერა არ შედგა - სულ რაღაც ექვსი შეხვედრა უგოლოდ. როგორც ვხედავთ, ქართველი ფლანგელი სამშობლოში კარიერის რეანიმირებას ეცდება.