ავტორიზაცია

"დიდი პატივია, რომ ჩემს რეკორდს რონალდუ ხსნის", - დაეი

"დიდი პატივია, რომ ჩემს რეკორდს რონალდუ ხსნის", - დაეი
თარიღი 24 ივნ 2021, 10:27

ირანის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ალი დაეი, კრიშტიანუ რონალდუს რიგით 109-ე ანაკრებო გოლს გამოეხმაურა:

"ვულოცავ რონალდუს! მას დარჩა მხოლოდ ერთი გოლი აბსოლიტურ რეკორდამდე და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ის ამას შეძლებს.

დიდი პატივია, რომ ჩემი მიღწევა სწორედ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გაიმეორა. ვულოცავ მას კიდევ ერთხელ ამ წარმატებას.

კრიშტიანუ არის დიდებული ჩემპიონი და ჰუმანისტი, რომელიც ხალხს შთააგონებს", - განაცხადა სპარსმა ექს-ფორვარდმა.

შეგახსენებთ, 110-ე გოლის გატანის შემთხვევაში, "წითელ-მწვანეების" კაპიტანი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.