კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, რუბინს დავითაშვილიც დატოვებს - რუსული პრესა
ახალი ამბავი არ არის, რომ ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერა რუსეთიდან წასვლისკენ აქტიურად იხრება.
БИЗНЕС Online-ის თანახმად, მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ვინგერის გაყიდვის შემდეგ, "წითელ-მწვანეებს" ზურიკო დავითაშვილიც დატოვებს.
ქართველი გარემარბის გაშვება არის განპირობებული ლეგიონერების ლიმიტით - ლეონიდ სლუცკი გუნდში არის 11 უცხოელი მოთამაშე მაშინ, როდესაც კანონის თანახმად, ასეთი უნდა იყოს მაქსიმუმ 8.
აღსანიშნავია, რომ "რუბინი" თავისი ფლანგელის მიმართებაში განიხილავს როგორც განათხოვრების წესით გაშვებას, ისე გაყიდვასაც.
თავდაპირველად იწერებოდა, თითქოს კვარაცხელიას ყაზანში შეცვლიდა სწორედ დავითაშვილი, თუმცა მოგვიანებით კლუბმა სეიად ჰახშაბანოვიჩი დაიმატა.
რაც შეეხება ხვიჩას რუსული გუნდიდან ევროპაში გადასვლას, აღნიშნული ტრანსფერი დიდი ალბათობით ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ შედგება.
არაბიძე კვარაცხელიაზე: "სხვა ფაქტორებმა ხელი არ უნდა შეუშალოს"