ხვიჩას სიაშია - რუბინს კვარაცხელია წინასასეზონო შეკრებაზე მიჰყავს
ყაზანის რუბინმა ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო.
რუსულმა კლუბმა გამოაქვეყნა შემადგენლობა, რომლითაც გუნდი წინასასეზონო შეკრებას გაივლის. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში მოემზადებიან ლეონიდ სლუცკის შეგირდები, თუმცა განაცხადშია რუბინის ორივე ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც და ზურიკო დავითაშვილიც.
დიდი ალბათობაა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე წლის ზაფხულში ყაზანის რუბინი დატოვოს. ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, ყველაფერი 2-3 კვირაში უნდა გაირკვეს.
ამჟამად საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი Transfermarkt-ის მიხედვით, 18 მილიონ ევროდაა შეფასებული.
მაგარი ამბავი გადაწყდა - ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის დინამოში რჩება!
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს!