სატრანსფერო ბომბი პარიზიდან - რონალდუ პსჟ-ს უახლოვდება!
Marca-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ მომავალ სეზონში შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" ვიხილოთ.
"ბებერ ქალბატონსა" და "პსჟ"-ს შორის მოლაპარაკებების მხრივ უთანხმოება არ შეინიშნება, ამაზე მეტყველებს ჟორჟე მენდეშის პოზიციაც.
უფრო კონკრეტულად კი პორტუგალიელი აგენტი ჩასულია იტალიაში, იმისთვის, რომ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობასთან გარიგების დეტალები მოაგვაროს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხებზეა საუბარი, როგორც პორტუგალიელი თავდამსხმელის ტრანსფერის მხრივ, ისე მისი ხელფასის.
ამის გარდა, გაურკვეველია, მოუწევთ თუ არა პარიზელებს "იუვენტუსის" ფორვარდის ყიდვის შემდეგ, სატრანსფერო ფეირ-პლეის დარღვევის თავიდან ასარიდებლად ვინმეს გაშვება.
ტურინელთა შვიდიანის მომავალი საბოლოოდ დიდი ალბათობით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.