ავტორიზაცია

"რონალდუ და მბაპე ევროპაში საუკეთესოები არიან", - ინძაგი

"რონალდუ და მბაპე ევროპაში საუკეთესოები არიან", - ინძაგი
თარიღი 24 ივნ 2021, 11:53

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ფილიპო ინძაგიმ, კრიშტიანუ რონალდუსა და კილიან მბაპეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"რონალდუ და მბაპე ევროპაში საუკეთესოები არიან. მომწონს, თუ როგორ ცვლის ფრანგი თავდამსხმელი თამაშის ტემპსა და მიმდინარეობას.

მას ფეხებში თითქოს გადაცემათა კოლოფი აქვს დამონტაჟებული. კილიანს დრიბლინგში ვერავინ ჯობია, ვერც პორტუგალიელი.

კრიშტიანუს უპირატესობა არის მეორე სართულზე ბრძოლა, ორივე ფეხით დარტყმა და საოცარი გოლის ალღო", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა მოასწრო უკვე ხუთი გოლის გატანა.

რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს, მის ანგარიშზე სამი შეხვედრის შემდეგ, ჯერჯერობით გატანილი გოლები არ ფიქსირდება.