ავტორიზაცია

"საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს მეპარებოდა", - ბენზემა პორტუგალიასთან დუბლის შემდეგ

"საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს მეპარებოდა", - ბენზემა პორტუგალიასთან დუბლის შემდეგ
თარიღი 24 Jun 2021, 10:52

პორტუგალიის კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ კომენტარი გააკეთა:

"საკუთარ თავში ეჭვი არასდროს მეპარებოდა და მე ძლიან კარგად ვიცოდი, თუ რა სჭირდებოდა ჩემგან ქვეყანას ამ ჩემპიონატზე.

მოვახერხე ორი გოლის გატანა და ამ მომენტით თანაგუნდელებთან ერთად დავტკბები", - განაცხადა "მამლების" ფორვარდმა.

შეგახსენებთ, "ლურჯებმა" ჯგუფური ეტაპი დაასრულეს პირველ ადგილზე და მათი მოწინააღმდეგე მერვედფინალში შვეიცარია იქნება.

რაც შეეხება მადრიდის "რეალის" შემტევს, "სამეფეროვნებში" დაბრუნების შემდეგ, ოფიციალურ შეხვედრებში მან პირველი გოლების გატანა მოახერხა.