რა შედეგით დატოვეს ოქრიაშვილმა, ქვილითაიამ და დაუშვილმა ანორთოსისი?
როგორც მოგეხსენებათ, ქართული ტრიო - თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი "ანორთოსისიდან" "აპოელში" გადავიდა.
ქართველი ფეხბურთელების მონაგარი ფამაგუსტაში იყო ასეთი - ოქრიაშვილი: 35 მატჩი, 12 გოლი, 2 ასისტი; ქვილითაია: 32 მატჩი, 15 გოლი, 2 ასისტი; დაუშვილი: 53 მატჩი, 1 გოლი, 3 ასისტი.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსელებმა "ჯვაროსნებთან" ერთად განვლილ სეზონში მოახერხეს კვიპროსის თასის მოგება, პირველად, 2007 წლის შემდეგ.
"თეთრ-ლურჯების" განკარგულებაში რჩება ორი ქართველი - გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა, რომელიც "ლეხ პოზნანში" იყო განათხოვრებული.
აქვე დავამატებთ, რომ "ანორთოსისში" დარჩა თემურ ქეცბაია, რომლის სხვა გუნდში წასვლა თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო.