"რატომ იყო ჩემი ვარცხნილობა იუვენტუსის ფერებში? ვიცოდი, რომ მკითხავდით", - პოგბა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა მისი შავ-თეთრი ვარცხნილობა მინიშნება ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნებაზე:
"რატომ იყო პორტუგალიასთან შეხვედრაში ჩემი ვარცხნილობა იუვენტუსის ფერებში? ვიცოდი, რომ ამის შესახებ მკითხავდით.
არ მსურს საკუთარ მომავალზე საუბარი, ამას არ გავაკეთებ, რადგან მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული.
რაც შეეხება ჩემს ვარცხნილობას, ხომ იცით, ყოველ მატჩზე ის ახალია, მეტი არაფერი", - განაცხადა "მამლების" ფლეიმეიქერმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გამთამაშებელს რეალურად უკავშირებენ "ბებერი ქალბატონის" სახელს, თუმცა აგრეთვე "პსჟ"-საც.