ავტორიზაცია

სარისკო გადაწყვეტილება - კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, მანჩესტერი პოგბას არ ყიდის

სარისკო გადაწყვეტილება - კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, მანჩესტერი პოგბას არ ყიდის
თარიღი 24 Jun 2021, 11:13

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ფრანგი ფლეიმეიქერი სატრანსფერო ბაზარზე შეფასებულია 50 მილიონ ევროდ, თუმცა "წითელი ეშმაკები" მის გაყიდვას არ აპირებენ.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "მანკუნიანელების" აღზრდილის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლამდე არის გათვლილი.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ 28-წლის გამთამაშებელი გუნდში სამომავლოდაც დარჩება.

შეგახსენებთ, წარმოშობით გვინეელი ჰავბეკის სახელს ევროპული პრესა ტურინის "იუვენტუსსა" და "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებს.