ბუფონი დონარუმას მილანიდან პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა
"პარმას" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა "მილანის" მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის "პსჟ"-ში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"წარმატებებს ვუსურვებ. ბრწყინვალე კლუბში გადადის, რომელიც სასწაულ ქალაქში თამაშობს. ძალიან კარგი მეკარეა და ტიტულების მოკლე ვადაში მოგების შანსი ექნება", - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Sky Sport Italia.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, დონარუმა და "პსჟ" 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. 22 წლის იტალიელს "მილანთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და პარიზელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
დონარუმამ 2020/21 წლების სეზონში "მილანის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა და საკუთარი კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.
ფოტო: დონარუმამ ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა