ავტორიზაცია

როდის გაოფიციალურდება დონარუმას ტრანსფერი პსჟ-ში?

როდის გაოფიციალურდება დონარუმას ტრანსფერი პსჟ-ში?
თარიღი 24 ივნ 2021, 20:16

ჯანლუიჯი დონარუმა "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი ოფიციალურად ამ კვირაში გახდება.

ფრანგული კლუბი 22 წლიის მეკარეს კონტრაქტს პარასკევს, 25 ივნისს გაუფორმებს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

დონარუმამ ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი კიპერი "პსჟ"-სთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გასულ სეზონში დონარუმამ "მილანის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაიტანა და კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა. "როსონერის" იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.