ავტორიზაცია

ლუკაკუმ დაასახელა ჩემპიონატი, სადაც კარიერის დასრულებას ისურვებდა

ლუკაკუმ დაასახელა ჩემპიონატი, სადაც კარიერის დასრულებას ისურვებდა
თარიღი 24 ივნ 2021, 20:22

"ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ შესაძლოა კარიერა მლს-ში დაასრულოს.

"ნიუ იორკის ან ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში ვითამაშებდი. თუმცა, მაიამიც მახსოვს", - წერს ბელგიელი სოციალურ ქსელში.

2020/21 წლების სეზონში ლუკაკუმ "ნერაძურის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 28 წლის ბელგიელის სატრანსფერო ფასი 100 მილიონ ევროს შეადგენს.