იუვენტუსის სარფიანი წინადადება ლოკატელის ხელში ჩასაგდებად
"იუვენტუსი" "სასუოლოს" ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს, აგრეთვე ორ ფეხბურთელს შესთავაზებს - რუმინელ მცველ რადუ დრაგუშინსა და იტალიელ თავდამსხმელ მარკო და გრაკას.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.
როგორც იწერება, "იუვენტუსი" და "სასუოლო" ამ კვირაში შეხვედრას გამართავენ და შეეცდებიან კომპრომისს მიაღწიონ. არსებული ცნობით, ლოკატელიმ "ბებერ ქალბატონთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომელიც 2026 წლამდე იქნება გათვლილი, სეზონში 3 მილიონ ევროიანი ხელფასით.
სერია ა-ს გასულ გათამაშებაში ლოკატელიმ, რომელიც ამჟამად ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს, 34 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა, ორი საგოლე პასი გააკეთა და 11 ყვითელი ბარათი მიიღო. იგი "მილანის" აღზრდილია, სადაც პროფესიონალური კარიერის პირველი წლები გაატარა.
ივნისში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც "სასუოლო" ლოკატელის სანაცვლოდ 40 მილიონის მიღებას გეგმავს, მაგრამ "იუვეს" ხელმძღვანელობა ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არის.