ავტორიზაცია

"უკეთესის მოძიება შეუძლებელია", - პერესმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც რამოსის წასვლის შემდეგ, რეალის კაპიტანი გახდება

"უკეთესის მოძიება შეუძლებელია", - პერესმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც რამოსის წასვლის შემდეგ, რეალის კაპიტანი გახდება
თარიღი 25 ივნ 2021, 16:21

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მომდევნო სეზონში, რამოსის წასვლის გამო, გუნდის კაპიტანი იქნება.

„ჩვენი კაპიტანი მომავალ სეზონში მარსელო იქნება. მასზე უკეთესი ფლანგის მცველის მოძიება არის შეუძლებელი.

ის, რობერტო კარლოსთან ერთად, ისტორიაში საუკეთესოა.“ - ციტირებს პერესის სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ მარსელო „რეალში“ 2007 წლის 1 იანვარს გადავიდა, მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წელს იწურება.

ლა ლიგის გასულ სეზონში ბრაზილიელმა 16 მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა და 1 ასისტი გაიფორმა.

2020/21-სეზონის შედეგად, „რეალმა“ ლა ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალამდე მივიდა და „ჩელსისთან“ დამარცხდა.