სანჩო ცალი ფეხით მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია — ფაბრიციო რომანო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "დორტმუნდს" შემტევ ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" მზად არიან 21 წლის ინგლისელში 85 მილიონი ევრო გადაიხადონ. როგორც აღინიშნება, "დორტმუნდი" 95 მილიონს ითხოვს, თუმცა მზად არის დანარჩენი თანხა ბონუსების სახით მიიღოს.
მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. თავად ფეხბურთელიც მზად არის კარიერა "ემიუში" გააგრძელოს.
2020/21 წლების სეზონში სანჩომ "დორტმუნდის" რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ინგლისელი შემტევის სატრანსფერო ფასი 100 მილიონ ევროს შეადგენს.