"მასთან მიმოწერა მქონდა", - ინსინიემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც გატუზომ ტოტენჰემი ვერ ჩაიბარა

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ლორენცო ინსინიემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არ ჩაიბარა ნეაპოლელთა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ "ტოტენჰემი".
"მასთან მიმოწერა მქონდა, მითხრა, რომ იქ, კლუბში, გარკვეული სახის არეულობაა. ახლა ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული, ჯენარო კი შვებულებაშია, ამიტომაც მისთვის რაიმე კონკრეტული კითხვები არ დამისვამს", - ციტირებს ინსინიეს სიტყვებს Goal.
გატუზომ "ნაპოლი" 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და "ფიორენტინა" ჩაიბარა, საიდანაც დანიშვნიდან სამ კვირაში წავიდა.
17 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის იტალიელი სპეციალისტი "ტოტენჰემის" თავკაცი გახდებოდა, მაგრამ მოგვიანებით დადასტურდა, რომ ინგლისურ კლუბში მისი დანიშვნა გამოირიცხა.