ავტორიზაცია

რამოსის შემცვლელი?! არანაირად... — რეალი კუნდეს ტრანსფერზე არ მუშაობს

რამოსის შემცვლელი?! არანაირად... — რეალი კუნდეს ტრანსფერზე არ მუშაობს
თარიღი 27 ივნ 2021, 00:28

"რეალს" "სევილიას" მცველ ჟიულ კუნდესთან კონტაქტი არ ჰქონია, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ამ ზაფხულს პირველ რიგში 22 წლის ფრანგის დამატება სურდა.

აგრეთვე, როგორც იწერებოდა, "სამეფო კლუბი" კუნდეში გუნდიდან წასული სერხიო რამოსის შემცვლელს ხედავს.

2020/21 წლების სეზონში "სევილიას" უკანახაზელმა 49 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, კუნდეს სატრანსფერო ფასი ამჟამად 60 მილიონ ევროს შეადგენს.