ავტორიზაცია

სად უნდა თამაში კუნდეს? — საფრანგეთის მცველმა ბენზემასა და მბაპეს სასურველი კლუბი დაუსახელა

სად უნდა თამაში კუნდეს? — საფრანგეთის მცველმა ბენზემასა და მბაპეს სასურველი კლუბი დაუსახელა
თარიღი 27 ივნ 2021, 01:33

"სევილიას" მცველს, ჟიულ კუნდეს კარიერის გაგრძელება "რეალში" სურს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა ABC.

როგორც აღინიშნება, ფრანგს იმ კლუბში უნდა თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძვის და მადრიდულ გრანდს იდეალურ ვარიანტად თვლის.

22 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელებს, კარიმ ბენზემასა და კილიან მბაპეს თავისი სურვილის შესახებ უკვე ამცნო.

2020/21 წლების სეზონში კუნდემ "სევილიას" მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ფრანგი უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.