ზედიზედ მერამდენედ გავიდა იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში?
იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ავსტრია დამატებით დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ასე და ამგვარად, "სკუადრა აძურა" ევროპის ჩეპიონატის მეოთხედფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.
ბოლოს იტალიელებმა ამის გაკეთება 2004 წელს ვერ მოახერხეს - მაშინ გუნდი ჯგუფში ჩარჩა.
იტალია 2008 წელს 1/4 ფინალში ესპანეთთან (0:0, 2:4 პენალტების სერიაში) დამარცხდა, 2012 წელს კი იმავე "ფურია როხასთან" ფინალში 0:4 განადგურდა.
ევრო 2016-ზე იტალიელები 1/4 ფინალში გერმანიასთან დამარცხდნენ (1:1, 5:6 პენალტების სერიაში).