მანჩინის იტალიამ ისტორიული რეკორდი დაამყარა — რამდენმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს სკუადრა აძურას?
იტალიის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ავსტრია დამატებით დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ასე და ამგვარად, რობერტო მანჩინის გუნდმა წაუგებელი მატჩი 31 მატჩამდე გაზარდა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
წინა რეკორდი "სკუადრა აძურამ" 1935 წლიდან 1939 წლამდე პერიოდში დაამყარა, როცა ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით 30-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
ცნობისთვის, მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წლის მაისის თვეში ჩაიბარა.
აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში იტალიელები ბელგიას ან პორტუგალიას დაუპირისპირდება.