ვინ დასახელდა იტალია - ავსტრიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
იტალიის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ავსტრია დამატებით დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
იტალიელთა მხრიდან გოლები ფედერიკო კიეზამ და მატეო პესინამ გაიტანეს, ავსტრიელთა მხრიდან კი ერთი ბურთი საშა კალაიჯიჩმა გაქვითა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "სკუადრა აძურას" მცველი, ლეონარდო სპინაცოლა დასახელდა, რომელიც საკლუბო დონეზე "რომაში" ასპარეზობს.
28 წლის ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა გააკეთა, აგრეთვე შეხვედრის მიმდინარეობისას სამი დრიბლინგი განახორციელა და 39 ზუსტი გადაცემა გააკეთა (44-დან).
აღსანიშნავია, რომ სპინაცოლა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა, პირველად იგი ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაში გამოარჩიეს, სადაც იტალიამ თურქეთი 3:0 გაანადგურა.