ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძე თანამედროვე ფეხბურთელი უნდა გახდეს" - გენტის მწვრთნელი

"ჩაკვეტაძე თანამედროვე ფეხბურთელი უნდა გახდეს" - გენტის მწვრთნელი
თარიღი 27 Jun 2021, 15:23

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ გენტთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც ფეინოორდთან(1-1) ამხანაგური მატჩი ითამაშეს.

ნიდერლანდელთა წინააღმდეგ 45 წუთი ითამაშა გენტის 21 წლის ქართველმა შემტევმა. მატჩის შემდეგ ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჩაკვეტაძეზე კომენტარი გააკეთა.

"მთლიანობაში ის მომეწონა, სასტარტოში პირველად ითამაშა. გუნდთან ერთად კარგად ვარჯიშობს, მაგრამ მისთვის ჯერ მაინც რთულია, კვლავ გრძნობს ზეწოლას. გიორგისთვის მნიშვნელოვანია, გახდეს თანამედროვე ფეხბურთელი. ასეთი სტილის კიდევ რამდენიმე მოთამაშე გვყავს. გიორგი გვისმენს და ცდილობს, ისწავლობს, თუმცა მას დიდი ხანი გაუცდა და ჯერ კიდევ სჭირდება ფიზიკურად მოძლიერება, რომ მეტი სარგებლის მოტანა შეძლოს გუნდისთვის," - განაცხადა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ.

გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და გენტთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.