ავტორიზაცია

უარი კვიპროსის, ისრაელის და ესპანეთის გუნდებს - აბურჯანიას მომავალი მალე გაირკვევა

უარი კვიპროსის, ისრაელის და ესპანეთის გუნდებს - აბურჯანიას მომავალი მალე გაირკვევა
თარიღი 26 ივნ 2021, 18:51

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კარტახენა დატოვა და მალე ახალ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველმა ესპანურ გუნდს ახალ შეთავაზებულ კონტრაქტზე უარი უთხრა, აბურჯანიას კარიერის გაგრძელების უკეთესი ვარიანტები აქვს.

როგორც ჩვენი საიტისთვის ცნობილია, საქართველოს ნაკრებს შუახაზელს ჰქონდა ვარიანტები ისრაელის, კვიპროსის და ესპანეთის გუნდებიდან, თუმცა სამივე მათგანი უარით გაისტუმრა, ფეხბურთელი ისეთ ქვეყანაში ითამაშებს, რომელიც მისთვის კარიერაში პირველი იქნება.

გიორგი აბურჯანია კარტახენას 2021 წლის იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ესპანელთა მაისურით 15-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.