ავტორიზაცია

დინამო კიევიდან კვლავ იჯარით წასვლა? - წიტაიშვილს ორი მსურველი ჰყავს

დინამო კიევიდან კვლავ იჯარით წასვლა? - წიტაიშვილს ორი მსურველი ჰყავს
თარიღი 26 Jun 2021, 13:12

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" შეუერთდა, რომელიც ახლა წინასასეზონო შეკრებას გადის.

Ua-football-ის თანახმად, არაა გამორიცხული, რომ ქართველი შემტევი უკრაინული ფეხბურთის გრანდიდან განათხოვრების წესით კვლავ სხვა გუნდში ვიხილოთ.

"თეთრ-ლურჯების" აღზრდილით დაინტერესებულია ოდესის "ჩერნომორეცი" და პოლტავას "ვორსკლა", რომლის რიგებში მან იჯარით გასულ სეზონში უკვე ითამაშა.

საბოლოო სიტყვა მირჩა ლუჩესკუზეა, რომელიც გადაწყვეტილებას რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

ცნობისთვის, "ვორსკლას" სპორტულმა დირექტორმა, გენადი სლიუსარევმა ღიად დაადასტურა 20-წლის ვინგერის დაბრუნების სურვილი:

"გვსურს წიტაიშვილის დაბრუნება, თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საბოლოო სიტყვა დინამოზეა და საქმეში ჩერნომორეციც არის ჩართული".