ავტორიზაცია

EXCLUSIVE: რა თანხას მიიღებს დინამო თბილისი ლუკა გაგნიძის ტრანსფერში?

EXCLUSIVE: რა თანხას მიიღებს დინამო თბილისი ლუკა გაგნიძის ტრანსფერში?
თარიღი 25 ივნ 2021, 19:30

დინამო თბილისის 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე კარიერას მოსკოვის დინამოში გააგრძელებს.

ამის შესახებ GOAL.GE-მ ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურად უკვე შეატყობინა და გითხრათ, რომ ფეხბურთელი აგენტთან ერთად რომშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის.

GOAL.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია ტრანსფერის სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით. როგორც შევიტყვეთ, დინამო თბილისი მოსკოვის დინამოსგან ლუკა გაგნიძის ტრანსფერში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ეს იქნება გიორგი ქინქლაძის მანჩესტერ სიტიში(4 მილიონი) და მიხეილ ყაველაშვილის(2 მილიონი) მანჩესტერ სიტიში ტრანსფერის შემდეგ ყველაზე მაღალი მიღებული თანხა ფეხბურთელის გასხვისებისთვის გუნდის ისტორიაში.

ლუკა გაგნიძემ მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის მაისურით 14-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

დინამო თბილისს 2 კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს. ქვეყნის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ ბაქოს ნეფტჩის დაუპირისპირდება.