ავტორიზაცია

EXCLUSIVE: ლუკა გაგნიძე რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

EXCLUSIVE: ლუკა გაგნიძე რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს
თარიღი 25 ივნ 2021, 17:34

დინამო თბილისის 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ლუკა გაგნიძე უახლოეს პერიოდში ხელშეკრულებას მოსკოვის დინამოსთან გააფორმებს. ფეხბურთელი ამჟამად აგენტთან ერთად რომში, სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფება. ჯერჯერობით, ტრანსფერის დეტალები უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ფეხბურთელი 2021 წლის ბოლომდე იჯარის წესით დინამო თბილისში დარჩება.

ლუკა გაგნიძე მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის მთავარი ტალანტია. იგი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ იუვენტუსსაც დაუკავშირა.

დინამო თბილისს 2 კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს. ქვეყნის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ ბაქოს ნეფტჩის დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მოსკოვის დინამოს, გასულ სეზონში დედაქალაქური გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში მე-7 პოზიციაზე გავიდა.

ლუკა გაგნიძემ მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის მაისურით 14-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.