ცხადაძე მორიგ ტრანსფერს ამზადებს - პორტუგალიელი ფეხბურთელი დინამო თბილისში
რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, რომ კახა ცხადაძე ნოდარ ქავთარაძის გადაბირებას ცდილობდა. ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად გუშინ დაადასტურა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, გამოცდილი სპეციალისტი ევროტურნირებისთვის გაძლიერებას და კიდევ ერთ ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.
საუბარია პორტუგალიელ ნახევარმცველ რუბენ ბრიგიდოზე, რომელმაც "ორდაბასის" რიგებში ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ბრიგიდო ცხადაძის ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელია. როცა ქართველი სპეციალისტი "ორდაბასში" მუშაობდა, ბრიგიდო გუნდის ლიდერი იყო.
ჩვენი ინფორმაციით, ცხადაძესთან მუშაობის გაგრძელებს თავად ბრიგიდოსაც სურს, ჯერი კი "ორდაბასზეა", რადგან პორტუგალიელს ყაზახურ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ბაქოს "ნეფტჩის" დაუპირისპირდება.