ავტორიზაცია

მეფური შეთავაზება: ოთარ კიტეიშვილმა შტურმისგან ახალი კონტრაქტი მიიღო

მეფური შეთავაზება: ოთარ კიტეიშვილმა შტურმისგან ახალი კონტრაქტი მიიღო
თარიღი 25 Jun 2021, 01:58

გრაცის შტურმს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილთან ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს.

ამის შესახებ krone.at იუწყება და წერენ, რომ გრაცის გუნდს სურს, 25 წლის ქართველ ნახევარმცველს მომავალი კვლავ დიდი ხნით დაუკავშიროს. საიტი წერს, რომ თუ შეთანხმება შედგა, კიტეიშვილი შტურმის 3 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელში მოხვდება.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, კიტეიშვილსა და შტურმს შორის მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით, ფეხბურთელს კლუბისთვის პასუხი არ უთქვამს.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმს 2018 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან 700,000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მისი კონტრაქტი ავსტრიულ გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.