ავტორიზაცია

კვლავ რუსული გუნდი - კვერკველიას ახალი მსურველი გამოუჩნდა

კვლავ რუსული გუნდი - კვერკველიას ახალი მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 24 Jun 2021, 14:20

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ შესაძლოა კარიერა ნიჟნი ნოვგოროდში გააგრძელოს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Sport24 ავრცელებს და წერენ, რომ პრემიერლიგაში ახლადაღზევებულ კლუბს 29 წლის მცველის უფასოდ დამატების ვარიანტი ხიბლავს.

სოლომონ კვერკველია მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა, მის ახალ კლუბს კი ტრანსფერში ფულის გადახდა არ მოუწევს.

გასული სეზონი კვერკველიამ ვოლგოგრადის როტორში იჯარით გაატარა, სადაც 19-ჯერ ითამაშა და 5-ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო.