რა თანხას გადაიხდის ბათუმის სტადიონის სახელის დარქმევისთვის გამართული აუქციონის გამარჯვებული კომპანია?
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისთვის გამართული აუქციონი დასრულებულია – გამარჯვებული 8.750 მილიონ ლარს გადაიხდის.
აღნიშნული საკითხი ოფიციალურად დაადასტურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
აუქციონის გამარჯვებული სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1.750 მილიონ ლარს შეადგენს. შეთანხმება ძალაში 5 წლის მანძილზე იქნება.
ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა "არენას".
მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ მიუნხენის "ბაიერნის", ტურინის "იუვენტუსის", "მანჩესტერ სიტის" და ლონდონის "არსენალის" სტადიონები, რომლებიც სწორედ სპონსორი კომპანიის სახელს ატარებენ.