39-წლის დუგლას მაიკონს მალე ბათუმში ვიხილავთ!
კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბათუმის "დინამოს" მოწინააღმდეგე სან-მარინოს "ტრე პენე" იქნება.
რა ვიცით "ლურჯების" შესახებ? თავისი ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონი გუნდი და ქვეყნის თასის ექვსგზის გამარჯვებული.
ტიტულებზე უფრო საინტერესო არის "სამეულის" უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი.
ცოტა ხნის წინ, სტეფანო ჩეჩის გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა დუგლას მაიკონი, რომელიც კარიერის დასკვნითი ეტაპის მშვიდ გარემოში მოწყობას ცდილობს.
39-წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "დიდ ფეხბურთს" ჩამოშორდა "რომადან" წასვლისას, რამდენიმე ნაკლებად ცნობილი მშობლიური კლუბის შემდეგ კი მან მიაშურა ჯერ იტალიის ქვედა ლიგის ბინადარს, ახლა კი "ტრე პენეს".
კარიერის საუკეთესო წლები კი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვინგბექმა გაატარა მილანის "ინტერში", რომელშიც მან 2009-2010 წლის სეზონში ტრებლიც კი მოიგო.
აჭარლებისა და სან-მარინოელების პირველი შეხვედრა გაიმართება 8 ივლისს, განმეორებითი მატჩი კი ერთი კვირის შემდეგ. პირველ თამაშს შავი ზღვისპირელები უმასპინძლებენ.
"აშრაფ ჰაკიმი ინტერს დატოვებს", - მაროკოელის აგენტი
სახალისო ისტორია ჟოზეს ინტერიდან - რა გააკეთა მაიკონმა შვებულების მისაღებად?