"ბიელსა კვარაცხელიას მარცხენა მცველად ხედავს" - ბრიტანული გამოცემა
ბრიტანული გამოცემა HITC ხვიჩა კვარაცხელიას ლიდსში შესაძლო ტრანსფერზე კვლავ აქვეყნებს მასალას.
გამოცემა წერს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა ფეხბურთელს ახალი, მარცხენა მცველის პოზიციაზე ხედავს 3-5-2 ტაქტიკაში.
"ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოერგება კვარაცხელია მარსელო ბიელსას გეგმებს. ჰარისონი და რაფინია მყარად განიხილებიან შეტევის ფლანგებზე სასტარტო შემადგენლობის წევრებად. იყიდო ფეხბურთელი 20 მილიონად და არ გქონდეს გარანტია, ითამაშებს თუ არა მუდამ, დიდი რისკია.
ბიელსა კვარაცხელიას ხედავს მშრომელ და უნივერსალ მოთამაშედ, რომელის დამატების შემთხვევაში მის ინტეგრირებას ეცდება ახალ სისტემაში - ახალი ტიპის მარცხენა მცველის პოზიციაზე. ასეთად უკვე მაკედონიელი ჯიანი ალიოსკი აქცია," - წერს HITC ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
რუბინი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს 20 მილიონ ევროდ აფასებს.