დე ბური ჰოლანდიის ნაკრების მცველისადმი ბაიერნისა და რეალის ინტერესს გამოეხმაურა

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა ეროვნული გუნდის მცველ დენზელ დამფრისისადმი "ბაიერნისა" და "რეალის" ინტერესზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, 25 წლის ფეხბურთელი ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
"დენზელი ასეთ ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. ყველას სურს თავის გმოჩენა. ეს ყველასთვის კარგია", - ციტირებს დე ბურის სიტყვებს Goal.com.
"როცა ჭორები ვრცელდება, ნორმალურია, დარწმუნებული ვარ, დენზელი ამას გაუმკლავდება. იცის, თუ რატომ არის აქ", - დასძინა სპეციალისტმა.
გასულ სეზონში დამფრისმა, რომელიც საკლუბო დონეზე "პსვ"-ს რიგებში ასპარეზობს, ეინდჰოვენელთა მაისურით 41 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ჰოლანდიელი მცველის სატრანსფერო ფასი 16 მილიონ ევროს შეადგენს.