ავტორიზაცია

სატრანსფერო ფანჯარაზე რეალის აქტიურობა ორი ფეხბურთელის მომავალზეა დამოკიდებული

სატრანსფერო ფანჯარაზე რეალის აქტიურობა ორი ფეხბურთელის მომავალზეა დამოკიდებული
თარიღი 27 Jun 2021, 20:49

მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ აპირებს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის აცნობა, რომ თუ კლუბი "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს ან "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს ვერ ჩაიგდებს ხელში, მაშინ "რეალი" არავის შეიძენს.

იტალიელი სპეციალისტი გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას და მზად არის იმ შემადგენლობასთან იმუშაოს, რომელიც ახლა ჰყავს.

მოგეხსენებათ, ანჩელოტი "რეალში" ამ ზაფხულს დაბრუნდა და აქამდეც მუშაობდა მადრიდულ გრანდში - იგი "ბლანკოსს" 2013 წლიდან 2015 წლამდე ედგა სათავეში და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.