პსჟ მზად არის რონალდუს ტრანსფერში იუვენტუსის სასურველი ფეხბურთელი ჩართოს

"იუვენტუსი" "პსჟ"-ს თავდამსხმელ მაურო იკარდის დამატების შესაძლებლობას განიხილავს, წერს ცნობილი იტალიური გამოცემა SportMediaset.
არ არის გამორიცხული, "ბებერი ქალბატონის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს გუნდი დატოვოს და კარიერა სწორედ პარიზულ კლუბში გააგრძელოს.
36 წლის პორტუგალიელი ტურინში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. პარიზელებს სურთ სიტუაციით ისარგებლონ და ტრანსფერში იკარდი ჩართონ, რომელსაც "იუვენტუსი" დიდი ხანია აკვირდება. ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.
2020/21 წლების სეზონში იკარდიმ "პსჟ"-ს მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება რონალდუს, ტურინელთა ლიდერმა გასულ სეზონში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 36-ჯერ აიღო და 4 ასისტიც მიითვალა. იგი 29 გატანილი ბურთით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.