ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა სანჩოს ტრანსფერზე შეთავაზება გაზარდა და უფრო მეტს იხდის

მანჩესტერ იუნაიტედმა სანჩოს ტრანსფერზე შეთავაზება გაზარდა და უფრო მეტს იხდის
თარიღი 27 ივნ 2021, 21:16

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "დორტმუნდის" შემტევ ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე შეთავაზება გაზარდა, წერენ გერმანულ პრესაში.

ბორუსიელები თავიანთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 95 მილიონ ევროს ითხოვენ, "ეშმაკუნები" კი აქამდე 85 მილიონს ჩამოდიოდნენ.

ახლა კი, იუწყებიან, რომ მხარეები შეიძლება 90 მილიონზე შეთანხმდნენ, ყოველგვარი ბონუსის გარეშე.

2020/21 წლების სეზონში 21 წლის ინგლისელმა "დორტმუნდის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, სანჩოს სატრანსფერო ფასი 100 მილიონ ევროს შეადგენს.

სანჩო ცალი ფეხით მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია — ფაბრიციო რომანო