სუპერწყვილი! ევრო 2020-ს მეორე 1/4-ფინალური წყვილი ცნობილია

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის რიგით მე-4 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული მატჩი ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა, მოქმედი ჩემპიონები კი ტურნირს ემშვიდობებიან - 1:0.
ასე და ამგვარად, 1/4 ფინალში სუპერწყვილის ჯახს ვიხილავთ: ბელგია - იტალია. თავის მხრივ, "სკუადრა აძურამ" მერვედფინალში გუშინ ავსტრია დამატებით დროში გატეხა - 2:1.
ცნობისთვის, პირველი მეოთხედფინალური წყვილიც გარკვეულია, სადაც ერთმანეთს ჩეხეთისა და დანიის ეროვნული ნაკრებები შეხვდებიან.
1/4 ფინალური შეხვედრები 6 და 7 ივლისს გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონი დამარცხდა! - ბელგიამ პორტუგალიას მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა