ავტორიზაცია

ვინ დასახელდა ბელგია - პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დასახელდა ბელგია - პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 28 Jun 2021, 01:14

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის ეგიდით, ბელგიის ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა.

აღნიშნული დაპირისპირება სევილიაში, "ესტადიო დე ლა კარტუხაზე" გაიმართა და ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით - 1:0.

როგორც უეფას ოფიციალური საიტი იტყობინება, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტორგან აზარი დასახელდა.

მოგეხსენებათ, ბელგიელთა შემტევმა ნახევარმცველმა ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ევრო 2020-ის 1/4 ფინალის საგზური გაუნაღდა.

მეოთხედფინალში ბელგია იტალიას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში ავსტრიას მოუგო (2:1, დ.დ).