28 მცდელობა, ყველა უშედეგო – რონალდუს ევროპის ჩემპიონატზე ჯარიმა არასოდეს გაუტანია

პორტუგალიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ბელგიასთან (0:1) დამარცხდა.
პორტუგალიელთა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ამ შეხვედრაში ორი ჯარიმა შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა.
"იუვენტუსის" 36 წლის ფორვარდს ევროპის ჩემპიონატზე საჯარიმო დარტყმით არასოდეს აუღია მეტოქის კარი. ევროზე კრიშტიანუს 28 ჯარიმა აქვს შესრულებული.
"იუვეს" რიგებში პორტუგალიელმა 71-ჯერ სცადა ჯარიმის გატანა, საიდანაც 48 დარტყმა (67,6%) ცოცხალ კედელს მოხვდა.
იტალიური კლუბის მაისურით რონალდუს ერთადერთი ჯარიმა აქვს გატანილი - 2020 წლის ივლისში "ტორინოსთან" (4:1) სერია ა-ს ეგიდით გამართულ მატჩში.