ავტორიზაცია

ფოტოები: ევრო 2020-დან გავარდნის შემდეგ, რონალდუმ კაპიტნის სამკლაური მინდორზე დააგდო

ფოტოები: ევრო 2020-დან გავარდნის შემდეგ, რონალდუმ კაპიტნის სამკლაური მინდორზე დააგდო
თარიღი 28 Jun 2021, 01:36

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ბელგიასთან მარცხის შემდეგ კაპიტნის სამკლაური მინდორზე დააგდო.

ამ შეხვედრაში პორტუგალიელთა კაპიტანს სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა.

ისტორიული მიღწევის დასაფიქსირებლად რონალდუს ერთი გოლი სჭირდება. 36 წლის შემტევისა და ირანელი ალი დაეის აქტივში 109-109 გატანილი ბურთია.

დღევანდელ მატჩში ერთადერთი გოლი ტორგან აზარმა გაიტანა. მეოთხედფინალში ბელგიელები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.