რონალდუს გამორჩეული მომენტები ევრო 2020-ზე: სოციალურ ქსელში რონალდუს დასცინიან

სოციალურ ქსელებში ევრო 2020-დან პორტუგალიის ნაკრებისა და კრიშტიანუ რონალდუს გავარდნაზე ხუმრობენ.
მოგეხსენებათ, 1/8 ფინალში პორტუგალიელები ბელგიასთან დამარცხდნენ - 0:1.
Twitter-ის იუმორისტულმა გვერდმა, სახელწოდებით Footy Humour-მა, 36 წლის სუპერვარსკვლავს პოსტი მიუძღვნა, შემდეგი სათაურით: "კრიშტიანუ რონალდუს გამორჩეული მომენტები ევრო 2020-ზე". ერთ ფოტოში იგი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას მაგიდიდან კოკა კოლის ბოთლს დგამს, მეორეში კი პენალტის შესასრულებლად ემზადება.
ამ ეტაპზე, რონალდუ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. ოთხ მატჩში კრიშტიანუმ 5 გოლი გაიტანა. პორტუგალიელთა კაპიტანმა მეტოქის კარი 3-ჯერ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო.