ავტორიზაცია

როი კინი ფელიქსზე: "ეს ბიჭი თვითმარქვიაა. რონალდუს ადგილას რომ ვიყო, გასახდელში გავეკიდებოდი"

როი კინი ფელიქსზე: "ეს ბიჭი თვითმარქვიაა. რონალდუს ადგილას რომ ვიყო, გასახდელში გავეკიდებოდი"
თარიღი 28 Jun 2021, 02:11

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, როი კინმა ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ბელგიასთან (0:1) მარცხის შემდეგ პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, ჟოაო ფელიქსი გააკრიტიკა.

მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი მოედანზე 56-ე წუთზე შეცვლაზე მოგვევლინა.

"ეს ბიჭი თვითმარქვიაა. თვითმარქვიაა! შენს ქვეყანას სჭირდები, მოედანზე გადიხარ - მოარტყი კარში!".

"100 მილიონი ფუნტი ღირს?! რონალდუს ადგილას რომ ვიყო, გასახდელში გავეკიდებოდი. უბრალოდ შოკია!", - განაცხადა კინმა.