ავტორიზაცია

"პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ეცდება", - სანტუში

"პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ეცდება", - სანტუში
თარიღი 28 ივნ 2021, 12:39

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ბელგიასთან წაგების თაობაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

"ვართ იმედგაცრუებულები, თუმცა შეცდომისგან შეიძლება დასკვნის გამოტანა და მომავალში მის გარეშე არსებობა. ცხადია, ტიტულის დაცვაზეც ვფიქრობდით.

2018 წელს, გამოვვარდით მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალიდან, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ერთა ლიგის თასი აღვმართეთ.

მოგება და წაგება გზის განუყოფელი ნაწილია, წინ უნდა ვიყუროთ და მუნდიალზე ტრიუმფი ვცადოთ", - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ "წითელ-მწვანეების" მოწინააღმდეგეები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი, გერმანია და უნგრეთი იყვნენ.

პირენეები ევრო 2020-ის მერვედფინალში გავიდნენ მესამე ადგილიდან, სადაც მათ ვერაფერი დაუპირისპირეს ბელგიას (0:1).