კიდევ ერთი სუპერწყვილის მოლოდინში — ვინ იქნება ესპანეთის მეტოქე ევრო 2020-ის მეოთხედფინალში?

ესპანეთის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ხორვატია დამატებით დროში ანგარიშით 5:3 დაამარცხა.
ასე და ამგვარად, ლუის ენრიკეს შეგირდები მეოთხედფინალში გავიდნენ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები კი ტურნირს გამოეთიშნენ.
1/4 ფინალში "ფურია როხა" საფრანგეთი - შვეიცარიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ეს შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
ცნობისთვის, მეოთხედფინალური დაპირისპირება 2 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება და დიდი შანსია კიდევ ერთი სუპერმატჩი ვიხილოთ - შვეიცარიელებთან ფრანგები ფავორიტები არიან.
წარმოუდგენელი სანახაობა, დრამა და 5:3! — ესპანეთმა ხორვატიას დამატებით დროში მოუგო