ლინეკერი: "მორატამ ყველას შუა თითი უჩვენა, ვინც სოციალურ ქსელში აკრიტიკებდა"
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა ევრო 2020-ზე ესპანეთისა და ხორვატიის (5:3) 1/8 ფინალურ დაპირისპირებაზე განცხადება გააკეთა.
ვეტერანმა ინგლისელმა "ფურია როხას" ფორვარდი, ალვარო მორატა შეაქო.
"მომწონს ის, რომ ლუის ენრიკე მორატას ენდობა. ისიც მომწონს, რომ მორატამ უდიდესი შუა თითი უჩვენა ყველას, ვინც სოციალურ ქსელში აკრიტიკებდა", - წერს ლინეკერი.
მოგეხსენებათ, 28 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა ხორვატებს დამატებით დროში გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა.